ბორის ჯონსონი დაუნიგ სთრითზე დასაბრუნებლად იბრძოლებს

21 ოქტ 2022

დიდი ბრიტანეთის ექსპრემიერი ბორის ჯონსონი შვებულებიდან ბრუნდება, რათა კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერისა და ბრიტანეთის პრემიერობისთვის იბრძოლოს. 

ჯონსონი უკვე პირადად მოუწოდებს კონსერვატიულ დეპუტატებს, მხარი დაუჭირონ მის დაბრუნებას  დაუნინგ-სტრიტზე.  ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი 22 ოქტომბერს მხარდამჭერებთან შეხვედრას გეგმავს.

გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში   ჯეიმს ჰაროლდ ვილსონისა და უინსტონ ჩერჩილის გარდა, არცერთი პრემიერ-მინისტრი მეორე ვადით არ დაბრუნებულა.

გუშინ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა თანამდებობაზე არჩევიდან 44 დღის  შემდეგ ბრიტანეთის პრემიერის პოსტი დატოვა.