ხვალ „ბათუმი“ რაგბი ევროპის სუპერთასზე ისრაელში „ჰითს“ ეთამაშება

21 ოქტ 2022

ხვალ თელავივში რაგბი ევროპის სუპერთასზე სარაგბო კლუბი „ბათუმი“ ადგილობრივ „ჰითს“ ეთამაშება. პირველი შეხვედრა ამ გუნდებს შორის ბათუმში, მასპინძლების გამარჯვებით 19:11 დასრულდა. შემდეგ შეხვედრაში „ბათუმმა“ რუმინულ ვულვზ უმასპინძლა და 23:3 გაიმარჯვა. ხვალინდელ მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს ორივე გუნდისთვის, ვინაიდან მოგებული პლეი-ოფში გადის. დღეს „ბათუმმა“ თელავივის სტადიონზე კაპიტნის ვარჯიში გამართა. აქვე შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის სუპერთასის ბოლო შეხვედრაში ზღვისპირელები „შავ ლომს“ დაუპირისპირდებიან.