22 ოქტ 2022
ვინ შეიძლება გახდეს ქვეყნის პირველი უფლებადამცველი და საერთოდ აირჩევს თუ ვერა პარლამენტი ახალ ომბუდსმენს, ეს დეკემბერში გამოჩნდება. მანამდე კი კანდიდატების შესარჩევი პროცესი პარლამენტში გრძელდება.
ოპოზიციამ საკუთარი პრეტენდენტების სია უკვე წარადგინა. წინ საკომიტეტო მოსმენებია. პარლამენტმა ახალ სახალხო დამცველს კენჭი 1 დეკემბრამდე უნდა უყაროს.
ომბუდსმენის არჩევას, სულ მცირე, 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, რომელიც ამ მოცემულობით არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს, ამიტომ ოპონენტებს ერთმანეთის მხარდაჭერა სჭირდებათ.