რუსეთი სასურსათო კრიზისს ამწვავებს - ვოლოდიმირ ზელენსკი 

22 ოქტ 2022

რუსეთი უკრაინაში საომარი მოქმედებების პარალელურად სასურსათო კრიზისსაც ამწვავებს.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის ნავსადგურებთან 150 გემისგან შემდგარი რიგია, გემების გასვლას კი რუსეთი შეგნებულად აფერხებს.

ზელენსკის თქმით სურსათის მიწოდება ფერხდება ეგვიპტის, ტუნისის, ლიბანის, ერაყის, ინდონეზიისა და სხვა არაერთი სახელმწიფოსთვის.