აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა

23 ოქტ 2022

ციტრუსის სეზონის შეუფერხებლად განხორციელებისა და ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა აჭარაში.

ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით,  არასტანდარტული  მანდარინზე სუბსიდია წელსაც გაიცემა.

სახელმწიფოს მხრიდან 1 კილოგრამ სამრეწველო  მანდარინს 15 თეთრიანი  თანადაფინანსება ექნება. 5 თეთრს თავად საწარმო გადაიხდის.

მიმდინარე წელს 45 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. წელს საექსპორტო მანდარინს 20–მდე ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მიიღებს.

შტაბის გახსნის პროცესს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.