48 ოჯახი პასუხის მოლოდინში

23 ოქტ 2022

48 ოჯახი ექსპერტიზის პასუხის მოლოდინშია, არის თუ არა 15-სართულიანი კორპუსი საცხოვრებლად უსაფრთხო? - ლიკანში, სადაც საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო აფეთქება მოხდა, გამოძიება დაწყებულია და ექსპერტები შენობის მდგრადობას სწავლობენ.

ასევე უნდა დაზუსტდეს აფეთქების მიზეზიც. 150-მდე ადამიანი შენობიდან გუშინვე გაიყვანეს.

ლიკანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად მხოლოდ ერთ ადამიანი დაშავდა.

75 წლის ქალი სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების შედეგად, კლინიკაში გარდაიცვალა.