ტურნირი ფეხბურთში

24 ოქტ 2022

სკოლებს შორის ჩემპიონატი ფეხბურთში დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს სკოლა ,,ნიკე" და პირველი საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ.

მატჩი პირველი სკოლის გუნდის გამარჯვებით 3:0 დასრულდა. შეჯიბრებაში სამი სკოლის ხუთი გუნდი მონაწილეობდა.

ტურნირის მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.

სპორტული ღონისძიების ორგანიზატორი კი ბათუმის მერია, მერიის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოა.