ქობულეთში საახალწლოდ ახალ ნაძვის ხეს შეიძენენ

25 ოქტ 2022

ქობულეთში საახალწლო დეკორაციებისთვის მერიამ ტენდერი გამოცხადა, რისთვისაც ჯამში ბიუჯეტიდან 260-ათასი ლარი გამოიყო.

ამ თანხიდან 147-ათასი ლარი ახალი ნაძვის ხის შესაძენად დაიხარჯება.

ტენდერში მონაწილეობისთვის განაცხადების შევსება 29 ოქტომბერს დაიწყება და პირველ ნოემბერს დასრულდება.