ბასილაშვილი ვენის ტურნირს გამოეთიშა

27 ოქტ 2022

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენაში მიმდინარე ტურნირზე პირველივე წრეში დამარცხდა. ქართველი პირველ ნომრად განთესილ და რეიტინგის მეოთხე ნომერ, რუს დანილ მედვედევს დაუპირისპირდა და ორ სეტში, 2:6, 2:6 წააგო. შეხვედრა ერთ საათში დასრულდა. ბასილაშვილმა ოთხჯერ ორმაგი შეცდომა დაუშვა.  ბასილაშვილი უკვე მეათე შეხვედრაა, რაც სეტის მოუგებლად გადის კორტიდან.