ციტრუსის მიღება სრულდება

20 იან 2017

ქობულეთში ციტრუსის გადამამუშავებელი ქარხანა  ნედლეულის  მიღებას 24 იანვრიდან  შეწყვეტს. ქარხნის მთავარი ტექნოლოგი ფერმერებს მოუწოდებს, რომ  დარჩენილი პროდუქციის რეალიზაცია დროულად მოახდინონ. საწარმომ წელს პროდუქცია ექსპორტზე იაპონიაში, ჰოლანდიაში, ყაზახეთში, რუსეთში, უკრაინაში და ისრაელში გაიტანა. მიმდინარე წელს ციტრუსის ქარხანამ 11 ათას 200 ტონა მანდარინი ჩაიბარა.