თავდასხმა მილანთან მდებარე სავაჭრო ცენტრში

28 ოქტ 2022

მილანთან მდებარე სავაჭრო ცენტრში თავდამსხმელმა 6 ადამიანი დაჭრა, მათ შორის არის საფეხბურთო კლუბ „არსენალის“ ცენტრალური მცველი პაბლო მარი. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ფეხბურთელის მდგომარეობა სტაბილურია.  შემთხვევის შედეგად დაჭრილთაგან 1 გარდაიცვალა, 3-ის მდგომარეობა კი მძიმეა.  დაწყებულია გამოძიება.