აფეთქება სომალიში - დაიღუპა 100 ადამიანი

30 ოქტ 2022

სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა და 300 დაიჭრა სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ორმაგი აფეთქების შედეგად. ბომბები  ორ ავტომობილში იყო დამონტაჟებული. სომალის პრეზიდენტი ჰასან შეიხ მოჰამუდი ტერაქტების განხორციელებაში ალ-შაბაბის შეიარაღებულ ჯგუფს ადანაშაულებს. პრეზიდენტის თქმით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.