შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე

31 ოქტ 2022

31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეა. შავი ზღვის პრობლემებსა და მისი დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე.ემბლასის პროგრამის ფარგლებში, 4 სკოლის მოსწავლეებმა შავი ზღვის თემაზე შექმნილი 20-ზე მეტი ნახატი წარმოადგინეს. დღესვე გაიმართება კონფერენცია, ზღვის სანაპიროს ნაწილის დასუფთავების აქცია, მოგვიანებით კი პროექტის მონაწილეები გემით ზღვაში გავლენ.