ბათუმის ბულვარში ვეტერანთა კლუბ „ნონას“ რეაბილიტაცია მიმდინარეობს

31 ოქტ 2022

ბათუმის ბულვარში არსებულ ვეტერანთა საჭადრაკო კლუბ „ნონას“რეაბილიტაცია უტარდება. დაგეგმილია კლუბის სრული რეკონსტრუქცია, რომელიც ახალი ინვენტარით აღიჭურვება. ამ ეტაპზე გარე ვიტრაჟები და სახურავი მონტაჟდება.განახლდება სველი წერტილი და დამონტაჟდება მზისგან დამცავი მოძრავი ტენტი.  განახლებული სივრცე საჭადრაკო ტურნირებსა და შეჯიბრებებს 15 ნოემბრიდან უმასპინძლებს.