რაგბი ევროპის სუპერთასის ნახევარფინალში „შავი ლომის“ მეტოქე ცნობილია

01 ნოე 2022

გაირკვა ის მეტოქე, რომელსაც ქართული ფრენჩაიზი “შავი ლომი” რაგბი ევროპის სუპერთასის 2022 წლის გათამაშების ნახევარფინალში შეხვდება. შეგახსენებთ, რომ „შავმა ლომმა“ აღმოსავლეთ კონფერენციაში ჯგუფურ ეტაპზე 6 მატჩში 23 ქულა მოაგროვა, პირველ ადგილზე გავიდა და ნახევარფინალს საკუთარ მოედანზე ითამაშებს. ქართველი მორაგბეების მოწინააღმდეგე ესპანური „იბერიანსი“ იქნება, რომელსაც „შავმა ლომმა“ შარშანდელი ტურნირის ნახევარფინალშიც უმასპინძლა და 43:40 დაამარცხა. ნახევარფინალური მატჩები 3-4 დეკემბერს ჩატარდება და ფინალის მე-2 საგზურისთვის „ლუზიტანუში“ და ისრაელის წარმომადგენელი თელ ავივ „ჰითი“ ითამაშებენ, რომელმაც აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილი დაიკავა.