პუტინის ომი უკრაინაში

01 ნოე 2022

ვითარება უკრაინაში. დღეს საოკუპაციო ძალების სარაკეტო თავდასხმის სამიზნე საპორტო ქალაქი მიკოლაევი იყო. ოთხი რაკეტის აფეთქების შედეგად დაინგრა საცხოვრებელი სახლი და სკოლის შენობა. დაცარიელებული ქუჩები, დაკეტილი მაღაზიები-ნაწილობრივ ოკუპირებული ხერსონიდან რუსეთი უკრაინის მოქალაქეთა იძულებით ევაკუაციას განაგრძობს.