შემცირებული მიმართვიანობა

21 იან 2017

რეგიონში ვირუსული ინფექციების შემთხვევებმა იკლო. შემცირებულია სტაციონარში მყოფი  პაციენტების რაოდენობაც. რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ამ დროისთვის  1 პაციენტი რჩება. თერაპიულ განყოფილებაში კი ვირუსული ჩივილებით 12 პაციენტი მკურნალობს. მიმართვიანობა შემცირებულია იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრშიც.