ჯო ბაიდენის გამოხმაურება „რესპუბლიკელი“ კანდიდატის მუქარაზე

03 ნოე 2022

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ზოგიერთი „რესპუბლიკელი“ კანდიდატის მუქარა, რომ დამარცხების შემთხვევაში 8 ნოემბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, საფრთხეს უქმნის დემოკრატიას.

შტატების 46-ე პრეზიდენტმა ამომრჩევლებს მოუწოდა კარგად დაფიქრდნენ იმ მდგომარეობაზე, რომელშიც ქვეყანა იმყოფება და გაერთიანდნენ პოლიტიკური ძალადობისა და ამომრჩეველთა დაშინების წინააღმდეგ.

ცნობისთვის, აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები  8 ნოემბერს ჩატარდება.