სატელეფონო საუბარი თურქეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის

03 ნოე 2022

თურქეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა - ამის შესახებ ინფორმაციას, წყაროზე დაყრდნობით, რუსული მედია ავრცელებს. 

მევლუთ ჩავუშოღლუმ და სერგეი ლავროვმა „მარცვლეულის დერეფნის“ გარშემო ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განიხილეს.

ცნობისთვის, რუსულმა მხარემ მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობა გუშინ განაახლა.