“დაკვირვება პროცესებში ჩარევაში არ უნდა გადაიზარდოს” - დავით მათიკაშვილი

03 ნოე 2022

„კარგია, რომ პროცესებზე ხდება დაკვირვება, თუმცა დაკვირვება პროცესებში ჩარევაში არ უნდა გადაიზარდოს, - ასე ეხმიანება  დავით მათიკაშვილი ევროკომისიის საგარეო ურთიერთობათა ქმედებათა სამსახურის განცხადებას ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით.

ქართული ოცნების წევრის განცხადებით, სასამართლო გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს.