საკანონმდებლო ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში 

04 ნოე 2022

საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში საკანონმდებლო ცვლილებები დღეს  იურიდიულ კომიტეტს  წარედგინება.

სპეციალურ ბრიფინგზე კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ  მომზადებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.

კანონპროექტით 6 პუნქტს ეხება ცვლილება, მათ შორის  უმჯობესდება რაიონული  ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე პირის განწესების წესი, ასევე დგინდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევისას მათი საჯარო მოსმენის ვალდებულება.