ქართველ კარატისტთა ხუთი მედალი ევროპის ჩემპიონატიდან

05 ნოე 2022

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე კონტაქტურ კარატეში 16 წლამდელ კადეტ სპორტსმენთა შორის  შეჯიბრება დასრულდა.  

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე სამი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მოედალი მოიპოვა. ვიცე-ჩემპიონები გახდნენ საბა ბერაია, ანრი მსხალაძე და ავთანდილ პარწიკანაშვილი, ბრინჯაოს მედლები კი ალექსანდრე ბერაიამ და დავით ძნელაძემ მოიპოვეს.

დღეს ასპარეზობას  საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დაიწყებს.