სამი პარტიის საჯარო შეხვედრა 12 რეკომენდაციაზე

05 ნოე 2022

“ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და 12 პუნქტი“ - ამ საკითხებზე გამართეს საჯარო შეხვედრა  „დროას“, „სტრატეგია-აღმაშენებლისა” და „გირჩი - მეტი თავისუფლების” თავმჯდომარეებმა საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან. 

მათ დამსწრეებს ევრორეკომენდაციების  შესრულების მიმართულებით საკუთარი ხედვა გააცნეს, რის შემდეგაც დისკუსიის ფორმატში შეკრებილების მოსაზრებები მოისმენეს და კითხვებს უპასუხეს.