დღეს სუპერლიგის მორიგ ტურში „ბათუმი“ „დელტას“ უმასპინძლებს  

06 ნოე 2022

დღეს საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მეორე შეხვედრაში ქვეყნის თასისა და სუპერთასის მფლობელი „ბათუმი“ გურჯაანის „დელტას“ უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში „ბათუმი“ სტუმრად „კაკტუსთან“ 78:89 დამარცხდა და ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში ერთი ქულით მეცხრე ადგილზეა.

„დელტას“ კი თითო-თითო მოგება-წაგება აქვს და ცხრილში 3 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს. ეს გუნდები უკვე შეხვდნენ ერთმანეთს დუდუ დადიანის სახელობის თასის გათამაშებაში და მაშინ „დელტამ“ გაიმარჯვა.

ზღვისპირელები რევანშისთვის ემზადებიან. „ბათუმისა“ და „დელტას“ შეხვედრა სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება.