ანტისამთავრობო გამოსვლები პერუში დაპირისპირებაში გადაიზარდა 

06 ნოე 2022

ანტისამთავრობო გამოსვლები დაპირისპირებაში გადაიზარდა პერუში. პოლიციამ მომიტინგეები ცრემლსადენი გაზით დაშალა.

დემონსტრანტები პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ. პედრო კასტილიოს კორუფციის ბრალდებებს უყენებენ.  უცხოური მედიის ცნობით, ის 6-ს კრიმინალურ საქმეში ფიგურირებს. თავად პრეზიდენტი ყველა ბრალდებას უარყოფს.

საპროტესტო ტალღამ ქვეყნის ბევრი ქალაქი მოიცვა.

როგორც დასავლური მედია წერს, პერუ არაერთი პრობლემის წინაშე დგას, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სიღარიბეა.