„ბათუმმა“ სუპერლიგაში მეორე შეხვედრაც წააგო 

07 ნოე 2022

სუპერლიგის მე-3 ტურის ბოლო მატჩში გურჯაანის „დელტამ“ ბათუმში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, რომელმაც მასპინძელი „ბათუმი“ 89:75 დაამარცხა.

„დელტა“პირველივე პერიოდის შემდეგ 27:19 დაწინაურდა. მიუხედავად ბათუმელთა მცდელობისა, მათ თამაშში გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხეს და საბოლოოდ მეორე შეხვედრაც წააგეს.

სუპერლიგაში ახლა სანაკრებო პაუზაა და ეროვნული გუნდის თამაშების შემდეგ თამაშები 19 ნოემბრიდან განახლდება.