საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს

08 ნოე 2022

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში, ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს.

შეხვედრების ფორმატში ბიზნესის წარმომადგენლებს მონაწილეები გააცნობენ ტურისტულ პროდუქტებს და მიმართულებებს. გამოფენას 51 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს და 5 000-მდე კომპანიაა წარდგენილი. გამოფენას ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნის 70-ზე მეტი ტურიზმის მინისტრი და სხვადასხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ესწრება.

გამოფენა სტუმარმასპინძლობის, ავიაციის, ტრანსპორტის, სამოგზაურო ტექნოლოგიებისა და სხვა სფეროს პროფესიონალებს მასპინძლობს.

გამოფენას 3 ათასი ჟურნალისტი აშუქებს.