„კორუფციის გამოფენა“

10 ნოე 2022

პერფომანსი „კორუფციის გამოფენა“ მოაწყო თბილისის მერიის წინ პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა. მათ ადგილზე ბანერები მიიტანეს. ისინი თბილისის მერს და ხელისუფლების წარმომადგენლებს კორუფციაში ადანაშაულებენ.

მოძრაობა „შეცვალეს” წევრის განცხადებით, 10-მდე ორგანიზაცია სამომავლოდ ერთობლივი აქცია-პერფომანსის გამართვას გეგმავს.