გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე ტარიფები?

11 ნოე 2022

ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე ტარიფები უცვლელი რჩება - აცხადებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი.

დავით ნარმანიას თქმით,  კომისია დეკემბერში ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებს დაადგენს, რადგან არსებულს სწორედ დეკემბერში გასდის ვადა, თუმცა  ამბობს, რომ ზრდა მოსალოდნელი არ არის.