„სამეგრელო“ საქართველოს ჩემპიონია

13 ნოე 2022

ქალთა საფეხბურთო  კლუბი „სამეგრელო“ საქართველოს ჩემპიონია – გუნდმა ბოლოსწინა ტურში კონკურენტ „ლანჩხუთთან“ ფრედ ითამაშა და მეტოქეებისთვის მიუღწეველი გახდა.

ფინალური ოთხეულის მეხუთე ტურში მოქმედმა ჩემპიონმა „ლანჩხუთმა“ ჩემპიონატის ლიდერი ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე მიიღო – ეს ბოლოსწინა ტური იყო და ჩემპიონობის შანსის შესანარჩუნებლად „ლანჩხუთს“ მხოლოდ მოგება აწყობდა, მაგრამ ფრეს დასჯერდა 0:0.

შედეგად, „სამეგრელომ“ 27 ქულა დააგროვა და ბოლო ტურის შედეგების მიუხედავად საქართველოს ჩემპიონობა გაინაღდა.