„ახალგაზრდა აუდიტორიის ჯილდო“ 

13 ნოე 2022

„ახალგაზრდა აუდიტორიის ჯილდო“- აღნიშნული პროგრამის ფარგლებში აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში 3 საბავშვო ფილმის ჩვენება მიმდინარეობს,  სამი ფილმიდან ახალგაზრდა  ჟიურის წევრებმა  ერთი საუკეთესო ფილმი კენჭისყრის საშუალებით  უნდა შეარჩიონ. 

საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ პროექტს 2020 წლიდან ახორციელებს საქართველოში. 2022 წლიდან , ახალგაზრდა აუდიტორიის ჯილდო , თბილისის გარდა, 3 ქალაქში ტარდება, პარალელურად 40 ქვეყანაში მიმდინარეობს ფილმის ჩვენება.

„ახალგაზრდა აუდიტორიის ჯილდო“  2012 წლიდან ევროპული კინოს დაჯილდოების ოფიციალური კატეგორიაა, რომლის მიზანია ახალგაზრდა აუდიტორიას წარუდგინოს მათთვის გადაღებული საუკეთესო ევროპული ფილმი.