ალბანეთში ანტისამთავრობო გამოსვლები შეტაკებებში გადაიზარდა

13 ნოე 2022

ალბანეთში ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა. თავდაპირველად მშვიდობიანი აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.

მოსახლეობა საცხოვრებელი ხარჯების ზრდას აპროტესტებს, კრიზისის გამომწვევ მიზეზად კი კორუფციას ასახელებს. დემონსტრანტები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ.

აქცია მთავრობის შენობის წინ გაიმართა. როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის მონაცემებით, ალბანეთში საკვებ პროდუქტებსა და საწვავზე ფასები 8%-ით არის გაზრდილი.

საპროტესტო აქცია ოპოზიციური პარტიების მიერ იყო ორგანიზებული.