მოსახლეობის    მოთხოვნა

23 იან 2017

სოფელ კაპანდიბში მოსახლეობა შიდა სასოფლო გზის კეთილმოწყობას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ ეს პრობლემა უკვე 4 თვეა აწუხებთ და გზაზე ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლებელია. ისინი, ამის მიზეზად  მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მშენებლობას ასახელებენ. ბათუმის მერიაში განმარტავენ, რომ წელს ამ გზის რეაბილიტაცია  არ იგეგმება.