ლეგენდების მატჩი დიეგო მარადონას ხსოვნის პატივსაცემად

15 ნოე 2022

14 ნოემბერს, რომის პაპის ინიციატივით, "სტადიო ოლიმპიკოზე" დიეგო მარადონას ხსოვნის პატივსაცემად ფეხბურთის ლეგენდების შეხვედრა გაიმართა. ვეტერანი და ზოგიერთი მოქმედი ვარსკვლავი ორ გუნდად გაიყო - თეთრები და  და ლურჯები.

"თეთრ" გუნდში ითამაშა,  შოთა არველაძემ  რონალდინიოსთან, ხრისტო სტოიჩკოვთან და სხვა ლეგენდარულ ფეხბურთელებთან ერთად.

პირველი 25-წუთიანი ტაიმი "თეთრებმა" სწორედ ქართველი ექსფორვარდის წყალობით მოიგეს - 3:2. არველაძემ დუბლი შეასრულა, მან ჯერ ანგარიში გახსნა, შემდეგ კი 3:1 გახადა. 

აღსანიშნავია, რომ არველაძემ ორივე გოლი ხრისტო სტოიჩკოვის პასებით გაიტანა.

მეორე ტაიმში უკრაინელმა ანდრიი ვორონინმა დუბლი შეასრულა და მატჩი ლურჯებმა 4:3 მოიგეს.