ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები უკრაინაზე

15 ნოე 2022

ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრები შეიკრიბნენ. სხვადასხვა სახელმწიფოს თავდაცვის უწყებების წარმომადგენელთა შეხვედრა  ევროკავშირის საბჭოს შენობაში ამ წუთებში მიმდინარეობს. შეხვედრაში მონაწილეობს ნატოს გენერალური მდივანიც. მინისტერიალზე უკრაინისთვის მორიგ სამხედრო დახმარებაზე იმსჯელებენ. ასევე იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს სამხედრო წარმოების გაზრდა ევროკავშირის ქვეყნებში, რათა ორგანიზაციამ შეძლოს არამხოლოდ უკრაინის დახმარება, არამედ საკმარისი სამხედრო აღჭურვილობა იყოს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში, თავდაცვისთვის და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების ფონზე.