ქართველი ტაეკვონდისტები მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას დღეს იწყებენ

16 ნოე 2022

მექსიკის ქალაქ გვადალახარაში მსოფლიოს ჩემპიონატი ტაეკვონდოში საზეიმოდ გაიხსნა. მსოფლიოს უდიდეს ფორუმზე საქართველოს ნაკრები  3 სპორტსმენით იასპარეზებს:  68 კგ. წონით კატეგორიაში  ბექა ქავთარაძე, 74 კგ.ში ბათუმელი  ზურაბ კინწურაშვილი, ხოლო ქალთა შორის 46 კგ.-ში ვერიკო კაპანაძე  გამოვა. ჩვენი სპორტსმენები ასპარეზობაში დღეიდან ჩაერთვებიან.