დღეს განათლების სამინსტრომ გასულ წელს ოლიმპიადებისა და კონკურსების გამარჯვებულები დააჯილდოვა

16 ნოე 2022

აჭარის განათლების სამინისტრომ გასულ წელს კონკურსებსა და ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.  2021 წელს ჩატარებულ ოლიმპიადებში საჯარო და კერძო სკოლების 15 000- მდე მოსწავლე მონაწილეობდა, მათგან საპრიზო  ადგილზე  133 გავიდა. დღეს ,ბათუმის საზაფხულო თეატრში, საზეიმო ვითარებაში აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა  მათ  სერთიფიკატები და  ფასიანი საჩუქრები  გადასცეს. მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და წახალისების მიზნით 6 საგნობრივი ოლიმპიადა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენაში, მათემატიკაში,  ფიზიკაში, ქიმიასა და  ბიოლოგიაში ჩატარდა.  საჯარო და კერძო  სკოლების მოსწავლებისთვის , კონკურსები და ოპლიმპიადები 2012  წლიდან ტარდება.