17 ნოე 2022
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საღამოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში გაეროს უშიშროების სხდომას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე ცდილობს დაადგინოს ყველა დეტალი და ფაქტი პოლონეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
ოთხშაბათს პოლონეთისა და ნატოს ხელმძღვანელობებმა განაცხადეს, რომ რაკეტა, სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემიდან გაისროლეს და, რომ ეს არ იყო რუსული თავდასხმა.
ზელენსკის განცხადებით, რაკეტა, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, უკრაინული არ ყოფილა.
პრეზიდენტის თქმით, მას ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული და საჰაერო ძალების მეთაურებმა მიაწოდეს და არ შეუძლია მათ არ ენდოს.