ომის 268-ე დღე

18 ნოე 2022

ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ვოლნიანსკში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა. ხერსონის ოლქის გათავისუფლებულ ნაწილში,  ბერისლავის ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა ორი  მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს.  

გასული დღე -ღამის განმავლობაში 7-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის დასახლებები. ოპერატიული სარდლობა „სახმრეთის“ ინფორმაციით, უკრაინის სამხრეთ ნაწილში ვითარება სტაბილურად დაძაბულია, რუსული ჯარები აგრძელებენ უკრაინის მოსახლეობის იძულებით ევაკუაციას და ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქონების გატანას.