ირანში პროტესტი გრძელდება

19 ნოე 2022

ირანში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ისლამური რესპუბლიკის დამაარსებლის,  რუჰოლა ხომეინის საგვარეულო სახლს ცეცხლი წაუკიდეს.

BBC-ის ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ, თუმცა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ფოტო-ვიდეო მასალაში ჩანს, რომ შენობის ნაწილი დამწვარია. 

სახლთან შეკრებილი მომიტინგეები ფაქტს სიხარულით ხვდებიან. სახლში, რომელშიც  ხომეინი დაიბადა, მისდამი მიძღვნილი მუზეუმი იყო განთავსებული.