ესპანეთის პოლიციამ 50 ტონა მარიხუანა ამოიღო

19 ნოე 2022

ესპანეთის პოლიციამ, ქვეყნის ისტორიაში რეკორდული რაოდენობის 50 ტონა მარიხუანა ამოიღო. სამართალდამცავების ინფორმაციით, დაკავებულია 20 ადამიანი. საგამოძიებო სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

პოლიციის ცნობით, აღმოჩენილია მარიხუანას 8 ფერმა. მათ მიერ ამოღებული კანაფის ღირებულება  ჯამურად 130 მილიონ დოლარს შეადგენს.