აჭარის ღია პირველობა თავისუფალ ჭიდაობაში

20 ნოე 2022

ხელვაჩაურის სპორტსკოლაში ვეტერანი სპორტსმენის, ზიგფრიდ ჩხაიძის სახელობის აჭარის ღია პირველობა გაიმართა 2009-2010 წლებში დაბადებულ მოსწავლეთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში.

შეჯიბრებაში აჭარის მუნიციპალიტეტების ასზე მეტი მოზარდი მონაწილეობდა. ღია პირველობა ტრადიციულია და იგი ყოველ წელს იმართება.