ნათლობა 100 წლის ასაკში

14 მაი 2016

ნათლობა მაჭახლის ხეობაში. სოფელ მაჭახლისპირში მართლმადიდებლად ასი წლის რუსუდან წულუკიძე მოინათლა. ნათლობის რიტუალი დეკანოზმა ანდრია თურმანიძემ ჩაატარა. იმის გამო, რომ მოხუცს გადაადგილება არ შეეძლო, მამაომ გადაწყვიტა უხუცესი ქალბატონი მართლმადიდებლობისთვის მისსავე საცხოვრებელ სახლში ეზიარებინა. ნათლობის შემდეგ რუსუდანს სახელად თამარი ეწოდა.