უკრაინელები დღეს მაიდანზე შეიკრიბებიან

21 ნოე 2022

უკრაინის მოქალაქეები, ღირსებისა და თავისუფლების დღის აღსანიშნავად, დღეს „დამოუკიდებლობის მაიდანზე“ შეიკრიბებიან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელმაც უკრაინელებს ღირსებისა და თავისუფლების დღე მიულოცა.