რეფინანსირების განაკვეთი

24 იან 2017

შეიცვლება თუ არა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების პროცენტი, გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი, რამდენიმე წუთში მიიღებს. 14 დეკემბერს გამართულ სხდომაზე კი რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი  6.5 %- დარჩა. ცენტრალურ  ბანკში განაცხადეს, რომ მომავალი გადაწყვეტილებებისთვის გაითვალისწინებენ ინფლაციის მოლოდინის განმსაზღვრელი ფაქტორების დინამიკას.