კიევში, რუსეთის სარაკეტო იერიშებს სამი ადამიანი ემსხვერპლა - უკრაინული მედია

23 ნოე 2022

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის სარაკეტო იერიშებს კიევში სამი ადამიანი ემსხვერპლა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რუსეთის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად, უკრაინის დედაქალაქში 20-მდე ადამიანი დაშავდა.

რუსეთის სარაკეტო იერიშები საცხოვრებელ სექტორსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე განხორციელდა. გარდა ამისა, მეტროპოლიტენი მუშაობის შეზღუდულ რეჟიმზე გადავიდა, რადგან ხალხი მას თავშესაფრად იყენებს.