ჩინეთში Covid 19-ის 31 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

25 ნოე 2022

ჩინეთში კოვიდ 19-ის ახალი 31 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 90 %-ზე მეტი უსიმპტომო იყო. ჩინური მედიის ცნობით, ამ რაოდენობამ აპრილ-მაისის მაჩვენებელს გადააჭარბა.

კორონავირუსის შემთხვევების მატებამ გავლენა იქონია ბიზნეს საქმიანობაზეც, ზოგიერთ კომპანიაში დასაქმებულები კვლავ დისტანციურ მუშაობაზე გადადიან.

ცნობისთვის, კოვიდ 19-ის ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო პეკინში პარკები და მუზეუმები დაიხურა.