აგრო ბათუმი 2022

25 ნოე 2022

„აგრო ბათუმი  2022“ -  გაიხსნა. გამოფენა უკვე მეათედ იმართება და  წელს მასში 50  კომპანია   მონაწილეობს. მათ შორის, როგორც ქართული, ასევე უცხოური. აგროსფეროთი დაკავებული კომპანიების წარმომადგენლები საგამოფენო სივრცეში  სოფლის მეურნეობის პროდუქციასთან ერთად სამეურნეო დანიშნულების დანადგარებსაც წარმოადგენენ. გამოფენა ,,აგრო ბათუმი 2022“ -ი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და  „ჯეონეტ ექსპოს“ ორგანიზებით ტარდება.