ფესტივალი “პირველი ავტოგრაფი” დღეს სრულდება

26 ნოე 2022

საყმაწვილო, სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი ,,პირველი  ავტოგრაფი’’ დღეს დასრულდება. გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონია ხვალ გაიმართება, სხვადახხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს სპეციალური ჟიური გამოავლენს.

ფესტივალის ფარგლებში დღეს ნობელების მუზეუმში  მაყურებლის წინაშე სკოლა ‘’ევრო 200-ის’’ თეატრალური დასი წარსდგა. 

ფესტივალში აჭარის 6-ვე მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლების 15 თეატრალური დასი მონაწილეობს, რომლების სპეციალურად ფესტივალისთვის შეიქმნა.