27 ნოე 2022
პორტუგალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ლისაბონში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.
დელეგაციის წევრებმა შეხვედრაზე დიასპორული ორგანიზაციების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებასა და იმ პროგრამებზე ისაუბრეს, რაც ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება.